თავში

ინდოეთმა საზენიტო რაკეტა Akash Prime წარმატებით გამოსცადა

​ინდოეთმა საზენიტო რაკეტა Akash Prime წარმატებით გამოსცადა
ინდოეთმა საზენიტო რაკეტა Akash Prime წარმატებით გამოსცადა

ინდოეთის არმიამ საზენიტო რაკეტა Akash-ის ახალი ვერსია გამოსცადა. ინფორმაციას The Economic Times ავრცელებს.

ცდები ჩანდიპურის საცდელ პოლიგონზე, ოდიშის შტატში, ქვეყნის აღმოსავლეთით ჩატარდა.

რაკეტის ახალ ვერსიას Akash Prime ჰქვია. მან უპილოტო საჰაერო მოდელის ჩამოგდება და განადგურება შეძლო, რომელიც მტრის თვითმფრინავის იმიტაციას ახდენდა.

აღსანიშნავია, რომ ამ რაკეტით რამდენიმე ქვეყანა უკვე დაინტერესდა.

საზენიტო სარაკეტო სისტემა Akash ინდოეთის თავდაცვის კვლევისა და განვითარების ორგანიზაციამ შეიმუშავა. პირველი წარმატებული ცდები 2007 წელს ჩატარდა. მას შემდეგ რაკეტა მუდმივად იცვლებოდა და იხვეწებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system