თავში

ინდოეთს 14-მა სახელმწიფომ გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინა

​ინდოეთს 14-მა სახელმწიფომ გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინა
ინდოეთს 14-მა სახელმწიფომ გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინა

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, პანდემიით უკიდურესად დაზარალებულ ინდოეთს მსოფლიო სახელმწიფოები ეხმარებიან. აპრილის ბოლოდან დღემდე ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, აღჭურვილობისა და პრეპარატების 17 პარტია შევიდა. ინდოეთს დახმარება აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ირლანდიამ, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, ტაილანდმა, სინგაპურმა, რუსეთმა -სულ 14-მა სახელმწიფომ აღმოუჩინა. ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ჟანგბადის ბალონები, დამცავი საშუალებები ინდოეთში სამხედრო გემებითა და ვერტმფრენებით ჩაიტანეს. ინფორმაციას The Hindustan Timesავრცელებს.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 300 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 20 მილიონს გადააჭარბა. გარდაიცვალა 222 408 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system