თავში

ინდოეთს ციკლონი "ნივარი" უახლოვდენა

ინდოეთს ციკლონი "ნივარი" უახლოვდენა
ინდოეთს ციკლონი ნივარი უახლოვდენა

ინდოეთის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს (NDMA) ინფორმაციით, ქვეყანას ოთხშაბათს ქარიშხალი "ნივარი" დაატყდება თავს, რომელიც სავარაუდოდ, გადალახავს ტამილ ნადუ-პუდუჩერის სანაპიროს. სააგენტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და მათთვის ქარიშხლისგან დასაცავად მითითებები გამოაქვეყნა.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე;

უსმინეთ რადიოს და უყურეთ ტელევიზორს, რომ ინფორმირებულები იყოთ;

ძვირფასი ნივთები წყალგაუმტარ კონტეინერში მოათავსეთ;

დახურეთ კარები და ფანჯრები;

პირველადი ნივთები თან იქონიეთ;

თავი შეიკავეთ თევზაობისგან; 

არ გამოხვიდეთ სახლიდან. სახლის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული თუ იქ თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობთ, - ეს მითითებები გამოაქვეყნა NDMA-მა მოსახლეობისთვის.

ქვეყნის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის (IMD) გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ 24-დან 26 ნოემბრამდე ციკლონი ინდოეთის რამდენიმე შტატს შეეხება, რომელთა შორისაა ანდჰრა-პრადეში, ტამილნადუ  და პონდიშერი.

IMD-მა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, რომელმაც, შესაძლოა, გზები და ხიდები დააზიანოს, მუნიციპალური მომსახურება შეაფერხოს და ადგილობრივი მოსახლეობის სახლები და საარსებო წყარო დააზიანოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system