თავში

ინდოეთში 1 275 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს, დაკავებულია 6 ადამიანი

ინდოეთში 1 275 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს, დაკავებულია 6 ადამიანი
ინდოეთში 1 275 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს, დაკავებულია 6 ადამიანი

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ მეგჰალაიაში პოლიციამ 6 პირი დიდი რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვის ბრალდებით დააკავა. პოლიციის განცხადებით, თავდაპირველად, ჯიპის ტიპის ავტომობილში მყოფი ორი პირი დააკავეს, რომლებსაც ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდათ. მათი დაკითხვის შემდეგ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კიდევ 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ NDTV წერს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის დროს საერთო ჯამში, 250 ყუთი, 1 275 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს.

გამომძიებლების თქმით, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system