თავში

ინდოეთში 15 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის 28 ადამიანი დააკავეს

​ინდოეთში 15 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის 28 ადამიანი დააკავეს
ინდოეთში 15 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის 28 ადამიანი დააკავეს

ინდოეთის ხელისუფლება იძიებს საქმეს, რომლის თანახმად 15 წლის გოგონა დაახლოებით 9 თვის მანძილზე ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი იყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მუმბაის პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა, რომლებიც ჯგუფურ გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილნი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდაპირველად მოზარდი მისმა შეყვარებულმა გააუპატიურა და ეს ვიდეოზე გადაიღო. შემდეგ, ის და მეგობრები ამ ჩანაწერით აშანტაჟებდნენ და სქესობრივ კავშირს აიძულებდნენ.

გამოძიების ცნობით, გაუპატიურებები მუმბაის სხვადასხვა გარეუბნებში ხდებოდა.

გოგონამ პოლიციას მიმართა და ჯამში 33 მოძალადე დაასახელა, რომელთაგან თითქმის ყველას პირადად იცნობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system