თავში

ინდოეთში 45 ათასი ადამიანი "შავი ობით" დაინფიცირდა

​ინდოეთში 45 ათასი ადამიანი "შავი ობით" დაინფიცირდა
ინდოეთში 45 ათასი ადამიანი შავი ობით დაინფიცირდა

ინდოეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში "შავი სოკოთი" (მუკორმიკოზით) ინფიცირების 45 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით AFP ავრცელებს.

ინფიცირების მაჩვენებელმა პიკს მაისსა და ივნისში მიაღწია, შემდეგ კი მნიშვნელოვნად შემცირდა.

მთავრობის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემთხვევა მაჰარაშტრას შტატში დაფიქსირდა - 9348.

ამ დაავადებით 4200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

მუკორმიკოზი ყველაზე ხშირად ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში, დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფებიან და მათში, ვინც სტეროიდების დიდ დოზებს იღებს. დაბალი იმუნიტეტის გამო, ჰაერში არსებულმა სოკოებმა, შესაძლოა, დააინფიციროს სინუსები, მოხვდეს თვალებში და ტვინშიც კი, რამაც, შესაძლოა, ფატალური შედეგები გამოიწვიოს.

მუკორმიკოზის ინფექცია ვითარდება ობის სოკოების სპორების ჩასუნთქვის შედეგად. ეს ინფექცია ყველაზე ხშირად აზიანებს ცხვირს, სინუსებს, თვალებსა და ტვინს – ინფექციის ამ ფორმას უწოდებენ რინოცერებრულ მუკორმიკოზს. ეს მძიმე და პოტენციურად ფატალური ინფექცია ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ, რაც შეიძლება სხვადასხვა დარღვევით იყოს გამოწვეული.

მუკორმიკოზის სიმპტომებია: ტკივილი, ცხელება და თვალბუდის ინფექცია (ორბიტალური ცელულიტი), რასაც თან ახლავს დაზიანებული თვალის ამობურცვა (ეგზოფთალმი). შეიძლება ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი გაჩნდეს. ინფექციის შედეგად შეიძლება დაზიანდეს პირის ღრუს სასა, თვალბუდის გარშემო არსებული სახის ან სინუსების ძვლები, ან ნესტოებს შორის არსებული ძგიდე. ტვინში განვითარებულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ნაწილობრივი დამბლა და კომა.

ფილტვების მუკორმიკოზი იწვევს ცხელებას, ხველასა და ზოგჯერ სუნთქვის გაძნელებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system