თავში

ინდოეთში 5 წლის გოგონა 7 წლის ბიჭმა გააუპატიურა

ინდოეთში 5 წლის გოგონა 7 წლის ბიჭმა გააუპატიურა
ინდოეთში 5 წლის გოგონა 7 წლის ბიჭმა გააუპატიურა

ინდოეთის ქალაქ ალიგარჰიში 5 წლის გოგონა 7 წლის ბიჭმა გააუპატიურა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

არასრულწლოვანი გოგონას თქმით, მასზე იძალადეს, როდესაც ის ტერასაზე თამაშობდა, ბურთი შემთხვევით მეზობლის აივანზე გადაუვარდა და მოსატანად წავიდა.

გოგონას დედამ სავარაუდო თავდასხმის შესახებ პოლიციას შეატყობინა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ბიჭი ამჟამად მშობლებთან იმყოფება, მაგრამ იგი სასამართლოს წინაშე წარდგება და სარჩელის შესახებ ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

ინდოეთის კანონმდებლობის თანახმად, შვიდი წელი არის მინიმალური ასაკი, რომლის დროსაც ბავშვი შეიძლება ოფიციალურად დამნაშავედ ცნონ. თუმცა, შესაძლოა, 12 წლამდე ასაკის ბავშვი გაამართლონ, თუ დადგინდება, რომ იგი სქესობრივად მოუმწიფებელია.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ინდოეთს ქალებისა და გოგონების გაუპატიურების უამრავი შემთხვევა აქვს და მას საშინელი რეპუტაცია აქვს ამ კუთხით. ოფიციალური მონაცემებით, სასამართლო ამჟამად 145 000-ზე მეტი გაუპატიურების საქმის განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system