თავში

ინდოეთში ავარიას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა

​ინდოეთში ავარიას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში ავარიას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში, ქალაქ ბარაბანკიში ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა დაეჯახა. ინციდენტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. ინფორმაციას Hindustan Times ავრცელებს.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის ქვეშ კიდევ რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

გავრცელებული ცნობით, ავარიამდე ცოტა ხნით ადრე მძღოლმა მგზავრები ავტობუსის გაუმართაობის შესახებ გააფრთხილა, რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანმა ავტომობილი დატოვა. ავტობუსის გაჩერების შემდეგ, სატვირთო მანქანა მას დიდი სიჩქარით შეეჯახა.

გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ გამოუცხადა. მან დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system