თავში

ინდოეთში ავტოავარიის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში ავტოავარიის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის შტატ უტარ-პრადეში ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა გადატრიალდა და ჯიპის ტიპის ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ NDTV წერს. 

ცნობილია, რომ ავტომობილში 10 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ქორწილიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

უტარ-პრადეშის მთავარი მინისტრის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ. მან დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system