თავში

ინდოეთში COVID-19-ის გამო, შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემების პანდემია დაიწყოს

ინდოეთში COVID-19-ის გამო, შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემების პანდემი
ინდოეთში COVID-19-ის გამო, შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემების პანდემია დაიწყოს

ინდოეთში ექიმები იმ პაციენტების რაოდენობას აკვირდებიან, რომელებიც კორონავირუსის გამო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივიან. ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებმა დაიწყეს სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც მათი დახმარება შეეძლებათ. ამის შესახებ ქვეყნის ფსიქიატრიის ცენტრალური ინსტიტუტის დირექტორმა განაცხადა.

"როგორც ჩვენ ვცდილობთ კორონავირუსთან გამკლავებას, ასევე მზად უნდა ვიყოთ ახალი პანდემიისთვის, უამრავი ადამიანი COVID-19-ის გავრცელების გამო ფსიქიკურად დაავადდა. ასეთი შემთხვევების მკურნალობა, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდეს, ვაქცინაციის დასრულების შემდეგაც კი", - ამბობს სპეციალისტი.

ინდოეთი კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. პორტალ Worldometers-დან მიღებული უახლესი მონაცემების თანახმად, ქვეყანაში რეგისტრირებულია COVID-19-ის 11 მილიონზე მეტი შემთხვევა. 10,7 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 156,5 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system