თავში

ინდოეთში COVID-19-ის რეკორდული 234 692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში COVID-19-ის რეკორდული 234 692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში COVID-19-ის რეკორდული 234 692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები ბოლო 24 საათის განმავლობაში. რეკორდულად გაიზარდა.  გასულ დღე-ღამეში ვირუსი 234 692 ადამიანს დაუდასტურდა და 1 341-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა DW ავრცელებს.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის პანდემიას 175 649 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 14,5 მილიონს აჭარბებს.

ინდოეთიდან საქართველოში გამომგზავრების მსურველთათვის შემდეგი რეგულაციები მოქმედებს:

. ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ - სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯებით.

. კანონში ცვლილებების მიხედვით, რომელიც უკვე ამოქმედდა, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს.

. ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები, მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა, დამატებით წარადგენენ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

. დადგენილების თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან 14 აპრილს მომავალი უცხოელი სტუდენტების(მიუხედავად მოქალაქეობისა) საკარანტინო ხარჯები დაფინანსდება ერთჯერადად, მხოლოდ 6 დღის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 8 დღის განმავლობაში საკარანტინო ხარჯებს ისინი საკუთარი ხარჯით დაფარავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system