თავში

ინდოეთში COVID-19-ის რეკორდული ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში COVID-19-ის რეკორდული ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში COVID-19-ის რეკორდული ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები ბოლო 24 საათის განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსი 314 835 ადამიანს დაუდასტურდა და 2,104-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის პანდემიას 184,657 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 15.93 მილიონს აჭარბებს.

ამასთან, ჩრდილოეთ და დასავლეთ ინდოეთის საავადმყოფოებში აცხადებენ, რომ სამედიცინო ჟანგბადი მათ მხოლოდ რამდენიმე საათის სამყოფად აქვთ, ის კი COVID-19 პაციენტების ცოცხლად შენარჩუნებისთვის აუცილებელია.

დელის მთავრობის ონლაინ-მონაცემთა ბაზის თანახმად, საავადმყოფოების ორ მესამედზე მეტს თავისუფალი საწოლები აღარ აქვს და ექიმები პაციენტებს სახლში დარჩენას ურჩევენ.

”სიტუაცია ძალიან კრიტიკულია,” - განუცხადა Reuters- ს ქალაქ აჰმედაბადის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტმა, დოქტორმა კირიტ გადვიმ.

ინდოეთიდან საქართველოში გამომგზავრების მსურველთათვის შემდეგი რეგულაციები მოქმედებს:

. ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ - სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯებით.

. კანონში ცვლილებების მიხედვით, რომელიც უკვე ამოქმედდა, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს.

. ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები, მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა, დამატებით წარადგენენ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

. დადგენილების თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან 14 აპრილს მომავალი უცხოელი სტუდენტების(მიუხედავად მოქალაქეობისა) საკარანტინო ხარჯები დაფინანსდება ერთჯერადად, მხოლოდ 6 დღის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 8 დღის განმავლობაში საკარანტინო ხარჯებს ისინი საკუთარი ხარჯით დაფარავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system