თავში

ინდოეთში COVID-19-ის შემთხვევებმა 7 მილიონს მიაღწია

ინდოეთში COVID-19-ის შემთხვევებმა 7 მილიონს მიაღწია
ინდოეთში COVID-19-ის შემთხვევებმა 7 მილიონს მიაღწია

ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 70 496 ადამიანი დაინფიცირდა. ქვეყანაში სულ COVID-19-ის 7 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ვირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 964 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 106 490-ს მიაღწია.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინდოეთში გასულ თვესთან შედარებით ვირუსი ნაკლებად ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ყოველდღიურად 97 894 ადამიანი ინფიცირდებოდა, ხოლო ახლა 70 000.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლით ინდოეთი მეორე ადგილზეა.

ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ოქტომბრისა და ნოემბრის ფესტივალებზე მონაწილეობის მიღებისგან თავი შეიკავო ან დაიცვან შესაბამისი წესები, რათა ვირუსის გავრცელება არ მოხდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system