თავში

ინდოეთში COVID-19-ისა და უამინდობის გამო, ჩაის ბაზარი კრიტიკულ ზღვარზეა

ინდოეთში COVID-19-ისა და უამინდობის გამო, ჩაის ბაზარი კრიტიკულ ზღვარზეა
ინდოეთში COVID-19-ისა და უამინდობის გამო, ჩაის ბაზარი კრიტიკულ ზღვარზეა

მსოფლიო ჩაის ბაზარი კრიზისის ზღვარზეა. ინდოეთში კორონავირუსით მუშათა მასიური ინფიცირების გამო, ასამის პროვინციაში ჩაის უდიდესი პლანტაციები, შესაძლოა, დაიხუროს, რადგან მუშა ხელი პრაქტიკულად აღარ დარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს.

პრობლემას უამინდობა დაემატა. მომაკვდინებელი ციკლონი ქვეყნის სანაპიროს დაატყდა თავს და ყველაფერი გაანადგურა. მოსავალზე იმოქმედა ძლიერმა სიცხემ, რომელმაც გვალვა გამოიწვია.

ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, ამ სიტუაციამ, შესაძლოა, ინდოეთი ნამდვილ ეკონომიკურ კატასტროფამდე მიიყვანოს. იგი ყოველწლიურად, სულ მცირე, 900 ათასი ტონა ჩაის ექსპორტს ახორციელებს, რაც მილიარდ დოლარს შეადგენს.

მომწოდებლების აზრით, თუ წლევანდელი ზაფხულის მოსავალი განადგურდება, შემოდგომისთვის მსოფლიოში შავი ჩაი, სულ მცირე, 12%-ით გაძვირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system