თავში

ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა

ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა
ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა

ინდოეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში დაავადებას კიდევ  4187 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც დაღუპულთა რიცხვი 238 270-მდე გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 401 078 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში COVID-19-ით სულ 21,9 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

სამედიცინო ექსპერტები თვლიან, რომ შემთხვევათა რეალური რაოდენობა ოფიციალურზე ხუთჯერ ან ათჯერ მაღალია.

ექსპერტები შიშობენ, რომ ინდოეთში პანდემიის შეჩერება "ნელი და მტკივნეული პროცესი" იქნება. კორონავირუსის დამარცხების მთავარ გზად ეპიდემიოლოგები ვაქცინაციას ასახელებენ. ამ დროისათვის ინდოეთში კორონავირუსზე სრულად ინფიცირებულთა რიცხვი 31.5 მილიონს აჭარბებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system