თავში

ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

​ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდოეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 382 315 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 20 მილიონ 665 ათასი ადამიანი დაინფიცირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა, ვირუსის შედეგად 24 საათში 3 780 ადამიანი დაიღუპა და საერთო რაოდენობამ 226 188-ს მიაღწია.

ამასთან, სამედიცინო ექსპერტები თვლიან, რომ შემთხვევათა რეალური რაოდენობა ოფიციალურზე ხუთჯერ ან ათჯერ მაღალია.

.ინდოეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მე-9 დღეა 300 ათასს აღემატება, რის გამოც ადგილობრივი ექიმები დახმარებას არმიას სთხოვენ დახმარებას არმიას სთხოვენ.

ამასთან, ინდოეთის სამედიცინო სისტემა მთლიანად გადატვირთულია და საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის. ამიტომ, პანდემიასთან საბრძოლველად, ინდოელმა ექიმებმა უკვე სთხოვეს დახმარება სამხედროებს.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,771 იყო, მაგრამ ექსპერტები უახლოეს მომავალში ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუარესებას ელიან.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ქვეყანა "კორონავირუსის ქარიშხალმა მოიცვა".

ინდოეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეშფოთება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც გამოხატა.

ინდოეთის ქუჩებში, კრემატორიუმებში ადგილების სიმცირის გამო, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა ცხედრებს ქუჩაში წვავენ.

ინფექციის სწრაფი გავრცელების მიზეზი კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები და საშიში ვარიანტია, რომელიც ინდოეთის ტერიტორიაზე შეიქმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system