თავში

ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

​ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
ინდოეთში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდოეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 412 262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 21 077 410 ადამიანი დაინფიცირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა, ვირუსის შედეგად 24 საათში 3 980 ადამიანი დაიღუპა და საერთო რაოდენობამ 230 168-ს მიაღწია.

ამასთან, სამედიცინო ექსპერტები თვლიან, რომ შემთხვევათა რეალური რაოდენობა ოფიციალურზე ხუთჯერ ან ათჯერ მაღალია.

ინდოეთის სამედიცინო სისტემა მთლიანად გადატვირთულია და საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის. ამიტომ, პანდემიასთან საბრძოლველად, ინდოელმა ექიმებმა უკვე სთხოვეს დახმარება სამხედროებს.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ქვეყანა "კორონავირუსის ქარიშხალმა მოიცვა".

ინდოეთის დასახმარებლად მსოფლიო სახელმწიფოებმა სამედიცინო აღჭურვილობა, ჟანგბადის ბალონები და მედიკამენტები გაგზავნეს.

ინდოეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეშფოთება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც გამოხატა.

ინდოეთის ქუჩებში, კრემატორიუმებში ადგილების სიმცირის გამო, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა ცხედრებს ქუჩაში წვავენ.

ინფექციის სწრაფი გავრცელების მიზეზი კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები და საშიში ვარიანტია, რომელიც ინდოეთის ტერიტორიაზე შეიქმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system