თავში

ინდოეთში COVID-19 მეორე ტალღის დაწყებიდან 300-მდე ექიმი გარდაიცვალა

​ინდოეთში COVID-19 მეორე ტალღის დაწყებიდან 300-მდე ექიმი გარდაიცვალა
ინდოეთში COVID-19 მეორე ტალღის დაწყებიდან 300-მდე ექიმი გარდაიცვალა

ინდოეთში მეორე ტალღის დაწყების შემდეგ კორონავირუსის ინფექციის შედეგად 270 ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Hindustan Times ავრცელებს.

ინდოეთის სამედიცინო ასოციაციის (IMA) განცხადებით, დაღუპულთა შორისაა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, დოქტორი კ. აგგარვალიც. გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა ინდოეთის ბიჰარის შტატში (78) დაფიქსირდა, შემდეგ მოდის უტარ-პრადეში (37), დელი (29) და ანდჰრა-პრადეში (22).

IMA–ს ცნობით, კორონავირუსის პირველი ტალღის დროს ინდოეთში 748 ექიმი გარდაიცვალა. ამასთან, კორონავირუსის მეორე ტალღის დანაკარგები შეშფოთებას იწვევს, რადგან ის ახლახან დაიწყო და პიკისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია.

ინდოეთში კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფექცია კიდევ 263 533 პირს დაუდასტურდა. ქვეყანაში COVID-19-ით სულ 25 მილიონ 228 ათასი ადამიანია ინფიცირებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაავადებას კიდევ 4 329 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც ქვეყანამ მორიგი ანტირეკორდი დააფიქსირა. დაღუპულთა რიცხვი 278 719-მდე გაიზარდა.

სამედიცინო ექსპერტები თვლიან, რომ შემთხვევათა რეალური რაოდენობა ოფიციალურზე ხუთჯერ ან ათჯერ მაღალია.

ექსპერტები შიშობენ, რომ ინდოეთში პანდემიის შეჩერება "ნელი და მტკივნეული პროცესი" იქნება. კორონავირუსის დამარცხების მთავარ გზად ეპიდემიოლოგები ვაქცინაციას ასახელებენ. ამ დროისათვის ინდოეთში კორონავირუსზე სრულად ინფიცირებულთა რიცხვი 31.5 მილიონს აჭარბებს.

ადგილობრივი ექიმები დახმარებას არმიას სთხოვენ.

ამასთან, ინდოეთის სამედიცინო სისტემა მთლიანად გადატვირთულია და საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის. ამიტომ, პანდემიასთან საბრძოლველად, ინდოელმა ექიმებმა უკვე სთხოვეს დახმარება სამხედროებს.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,771 იყო, მაგრამ ექსპერტები უახლოეს მომავალში ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუარესებას ელიან.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ქვეყანა "კორონავირუსის ქარიშხალმა მოიცვა".

ინდოეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეშფოთება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც გამოხატა.

ინდოეთის ქუჩებში, კრემატორიუმებში ადგილების სიმცირის გამო, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა ცხედრებს ქუჩაში წვავენ.

ინფექციის სწრაფი გავრცელების მიზეზი კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები და საშიში ვარიანტია, რომელიც ინდოეთის ტერიტორიაზე შეიქმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system