თავში

ინდოეთში დაბადებულ ტყუპებს კორონა და კოვიდი დაარქვეს

ინდოეთში დაბადებულ ტყუპებს კორონა და კოვიდი დაარქვეს
ინდოეთში დაბადებულ ტყუპებს კორონა და კოვიდი დაარქვეს

ინდოეთში, კერძოდ, ქალაქ რაიპურში ტყუპები დაიბადნენ, რომლებსაც კოვიდი და კორონა დაარქვეს. ტყუპები, ბიჭი და გოგო დაიბადნენ მაშინб როდესაც კორონავირუსით გამოწვეულმა მდგომარეობამ ქვეყნის მაშტაბით ყველაფერი ჩაკეტა და ჩვეული ცხოვრების რიტმი გააჩერა. 

”ნამდვილად არის ვირუსი სიცოცხლისთვის საშიში, მაგრამ მისმა განვითარებამ ადამიანი მთლიანად შეცვალა, მეტად გაამახვილეს ადამიანებმა ყურადღება ჰიგიენურ ნორმებზე და სხვა სახის კარგ ჩვევებზე, ამიტომ მოვიფიქრეთ ეს სახელები,”- განაცხადეს ტყუპების მშობლებმა

მშიბლების თქმით, დაბადებულ ბავშვებს ექიმები კორონას და კოვიდს ეძახდნენ.  წყვილმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, ტყუპებს სახელები მოგვიანებით შეუცვალონ. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ინდოეთში ბავშვებს ასეთ სახელებს არქმევენ. 25 მარტს უტარ პრადეშის შტატში ახალშობილ გოგონას კორონა დაარქვეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system