თავში

ინდოეთში ძაღლი ლომს უშიშრად შეებრძოლა - VIDEO

ინდოეთში ძაღლი ლომს უშიშრად შეებრძოლა - VIDEO
ინდოეთში ძაღლი ლომს უშიშრად შეებრძოლა - VIDEO

ინდოეთში ქუჩის ძაღლი ქალ ლომს უშიშრად შეებრძოლა და მასთან ბრძოლის შემდეგ უვნებელი დაბრუნდა. ვიდეოჩანაწერი ინდოეთის სატყეო სამსახურის ოფიცერმა გამოაქვეყნა.

ბრძოლა ინდოეთის ჯუნგლებში ტურისტების თვალწინ მოხდა. კადრებში ჩანს ძაღლი, რომელიც უეცრად შეამჩნევს მტაცებელ ცხოველს, მიდის მისკენ და მასთან ბრძოლას იწყებს. ცხოველებს შორის ბრძოლა გარკვეულ დროის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც ძაღლი ლომს შორდება, მტაცებელი კი გვერდზე ტრიალდება.

"მსურს ცხოვრებაში ისეთივე დარწმუნებული ვიყო, როგორც ძაღლი ლომის წინააღმდეგ. ეს მიუთითებს მაწანწალა ძაღლების პრობლემაზე და მათ ველურ ცხოველებთან ურთიერთქმედებაზე", - განაცხადა სატყეო სამსახურის ოფიცერმა.

გამოქვეყნებულ ვიდეოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. 

"ლომი მშიერი არ იყო და ძაღლს ამიტომ მისცა თავისუფლება",- წერს ერთი მომხმარებელი.

"ხშირად ცხოველის ზომასაც კი არ აქვს მნიშვნელობა, თვითდაჯერებულობა კი მნიშვნელოვანია", - დაწერა მეორე კომენტარის ავტორმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system