თავში

ინდოეთში ეპიდემიის კრიზისი COVAX-ზე ვაქცინის დეფიციტს შექმნის

​ინდოეთში ეპიდემიის კრიზისი COVAX-ზე ვაქცინის დეფიციტს შექმნის
ინდოეთში ეპიდემიის კრიზისი COVAX-ზე ვაქცინის დეფიციტს შექმნის

კორონაპანდემიით გამოწვეული რთული ვითარების გამო ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი დროებით შეჩერებულია. მსხვილმასშტაბიანი ექსპორტის აღდგენა მინიმუმ ოქტომბრამდე ვერ მოხერხდება. ქვეყანაში წარმოებული ვაქცინები ინდოეთს თავად შიდა მოხმარებისთვის სჭირდება, ეს კი COVAX-ის პლატფორმაზე დეფიციტს აუცილებლად წარმოქმნის.

ექსპორტის განახლების ზუსტი თარიღი იმაზე დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად დაძლევს ინდოეთი კორონავირუსის ახალ ტალღას.

COVAX პლატფორმისთვის განკუთვნილი 140 მილიონი დოზა ვაქცინა, რომელიც ინდოეთში იწარმოება ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის გადამისამართდა. ინდოეთი კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა. რეკორდულად გაიზარდა გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system