თავში

ინდოეთში გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებმა სასწრაფო დახმარების მანქანა დაწვეს

​ინდოეთში გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებმა სასწრაფო დახმარების მანქან
ინდოეთში გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებმა სასწრაფო დახმარების მანქანა დაწვეს

ინდოეთში, ქალაქ ბელგაუმში, საავადმყოფოში გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებმა სასწრაფო დახმარების მანქანა დაწვეს. ამის შესახებ სააგენტო Asian News International იუწყება.

გამოცემა წერს, რომ ნათესავის გარდაცვალებამ ადამიანები ისე დაამწუხრა, რომ მათ არეულობები მოაწყვეს და სასწრაფო დახმარების მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. ისინი საავადმყოფოში შევარდნასაც ცდილობდნენ. პოლიციის ცნობით, არეულობებში 30-დან 40 ადამიანამდე მონაწილეობდა.

სამართალდამცავებმა 14 ადამიანი დააკავეს. ინციდენტის შედეგად არავინ გარდაცვლილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system