თავში

ინდოეთში გარდაცვლილთა 18% ჰაერის დაბინძურებით იღუპება - PHOTO

ინდოეთში გარდაცვლილთა 18% ჰაერის დაბინძურებით იღუპება - PHOTO
ინდოეთში გარდაცვლილთა 18% ჰაერის დაბინძურებით იღუპება - PHOTO

ინდოეთში ტოქსიკური ჰაერით 2019 წელს გაცილებით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე 2017 წელს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ქვეყანა ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ტოქსიკური ჰაერი მოსახლეობაში სხვადასხვა სახის ქრონიკულ დაავადებებს, მათ შორის მხედველობისა და სასუნთქი გზების, გულისა და ფილტვების ქრონიკულ და სიმსივნურ დაავადებებს იწვევს. მონაცემების თანახმად გარდაცვლილი 1,67 მილიონი ადამიანიდან 18% სწორედ ჰაერის დაბინძურების შედეგად დაიღუპა.

შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანია IQAir -ის მონაცემებით, ინდოეთის სამი დიდი ქალაქი - ნიუ-დელი, კალკუტა და მუმბაი მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქების სიაში შევიდა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ნიუ-დელი, რომელსაც არა აქვს გასავლელი ზღვაზე და შესაბამისად ვერ ნიავდება. ნიუ-დელიში ერთ სულ მოსახლეზე ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი დონე მოდის.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ეკონომიკური აქტივობის შემცირებას ჰაერის შედარებით გასუფთავება მოჰყვა. ხელისუფლების განცხადებაში ნათქვამია, რომ ინდოეთმა გარემოს დაბინძურების კონტროლის მიმართულებით მეტი ინვესტიციები უნდა განახორციელოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system