თავში

ინდოეთში ჰაერი რეკორდულად სუფთა გახდა

​ინდოეთში ჰაერი რეკორდულად სუფთა გახდა
ინდოეთში ჰაერი რეკორდულად სუფთა გახდა

ჩრდილოეთ ინდოეთში, განსაკუთრებით მის დედაქალაქში, ნიუ-დელიში, ათწლეულების განმავლობაში ასეთი სუფთა არასოდეს იყო. NASA-ს მონაცემებით, რეგიონში ჰაერის რეკორდული გასუფთავების მიზეზი საყოველთაო კარატინი გახდა.

"ჩვენ ვიცოდით, რომ დედამიწის ბევრ კუთხეში ატმოსფეროში ცვლილებებს ვიხილავდით. თუმცა განგის დაბლობში ასეთი დაბალი მაჩვენებლები წლის ამ მონაკვეთში არასოდეს მინახავს", - ამბობს NASA-ს მეცნიერი პავან გაპნა.

24 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი მოქმედებს. 1,35 მილიარდი მოქალაქე სახლში, იზოლაციაში იმყოფება და სოციალურ დისტანციას იცავს. კომენდანტის საათის დარღვევა ინდოეთში მკაცრად ისჯება. დამრღვევს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთაც კი ემუქრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system