თავში

ინდოეთში ქალს ქორწილში ცეკვის შეწყვეტისთვის ესროლეს

​ინდოეთში ქალს ქორწილში ცეკვის შეწყვეტისთვის ესროლეს
ინდოეთში ქალს ქორწილში ცეკვის შეწყვეტისთვის ესროლეს

მოცეკვავე ქალს ინდოეთში ცეკვის შეწყვეტისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ტყვია მას სახეში მოხვდა. შემთხვევა ქორწილში მოხდა, რომელიც სოფელ ჩიტრაკოტში იმართებოდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. იქ ჩანს, რომ ცეკვის დროს მუსიკა ტექნიკური ხარვეზის გამო გაჩერდა. ამ დროს მოცეკვავე ქალებმაც შეწყვიტეს მოძრაობა.

ვიდეოში გარკვევით ისმის ხმა „Goli chali jayegi” რაც ქართულად ნიშნავს „ახლა სროლა იქნება“. რამდენიმე წამის შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა ისმის. მოცეკვავე იატაკზე ეცემა და ხელს სახეზე იფარებს.

ქალს ტყვია ყბაში მოხვდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შემდეგ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლიცია კიდევ ერთს ეძებს.

როგორც ადგილობრივი აქტივისტები ამბობენ, მსგავსი შემთხვევები ინდურ ქორწილებში ხშირად ხდება. არაერთხელ გარდაცვლილა ადამიანი ბრმა ტყვიისაგან, რომელსაც საზეიმო მომენტებში ან არაფხიზელ მდგომარეობაში ისვრიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system