თავში

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევებმა კლება დაიწყო

​ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევებმა კლება დაიწყო
ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევებმა კლება დაიწყო

ინდოეთში, პირველად 25 დღიანი უწყვეტი პიკი შემდეგ, კორონავირუსის 300 000-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა. მანმადე, 28 აპრილიდან მოყოლებული, ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდებოდა. 7 მაისს ვირუსი 414 390 ადამიანს დაუდგინდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 106 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 274 390-ს აღწევს. ინფიცირებულია 24 965 463 ადამიანი.

ამ ფონზე ინდოეთს ტროპიკული ციკლონი "თაუქთაე" უახლოვდება, რასაც ძლიერი, გადაუღებელი წვიმები მოჰყვება. რა გავლენას იქონიეს ციკლონი ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, უცნობია.

ინდოეთში გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ დროისთვის აცრა 182,9 მილიონ ადამიანს აქვს ჩატარებული აქედან ვაქცინის პირველი დოზა 691 211 ადამიანმა გუშინ მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system