თავში

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებული განიკურნა

​ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებული განიკურნა
ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებული განიკურნა

ინდოეთის შტატ კერალაში, ქალაქ ტრისურში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტიდან ერთი განიკურნა. ამის შესახებ გამოცემა Hindustan Times წერს.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სრულიად გამოჯანმრთელდა. გარანტიისთვის ველოდებით კიდევ ერთ შედეგს, რომლის შემდეგ ის სახლში დაბრუნებას შეძლებს და კიდევ ორი კვირით კარანტინში იქნება მოთავსებული", - აცხადებენ ექიმები.

გამოცემის ინფორმაციით, მედიკოსები მე-6 ტესტის პასუხს ელოდებიან. წინა ხუთმა აჩვენა, რომ პაციენტი ჯანმრთელია.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დანარჩენი ორი პაციენტი მკურნალობის კურსს გადის.

ყველა ინფიცირებული სტუდენტია. ისინი ჩინეთის ქალაქ ვუჰანში სწავლობდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system