თავში

ინდოეთში კორონავირუსით სიკვდილიანობამ 300 ათასს გადააჭარბა

​ინდოეთში კორონავირუსით სიკვდილიანობამ 300 ათასს გადააჭარბა
ინდოეთში კორონავირუსით სიკვდილიანობამ 300 ათასს გადააჭარბა

ოფიციალური ინფორმაციით, ინდოეთში კორონავირუსის დიაგნოზით უკვე 300 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი ბევრად უფრო დიდია, რადგანაც ინდოეთში ხშირია გარდაცვალების ისეთი შემთხვევები, რომლებიც ოფიციალურად არ რეგისტრირდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დღევანდელი მდგომარეობით, ინდოეთში პანდემიის დაწყებიდან უკვე 26 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, ხოლო მხოლოდ გასული 1 თვის მანძილზე, უკვე 100 000 ადამიანი დაიღუპა ამ დიაგნოზით.

2021 წლის 24 მაისს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პანდემიის დაწყებიდან, კოვიდ-ინფიცირების 167,5 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 148,5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system