თავში

ინდოეთში ქვეწარმავლებისა და ცხოველებისთვის სიკვდილიანობის შესამცირებლად ხიდი ააშენეს

ინდოეთში ქვეწარმავლებისა და ცხოველებისთვის სიკვდილიანობის შესამცირებლად ხიდი ააშენეს
ინდოეთში ქვეწარმავლებისა და ცხოველებისთვის სიკვდილიანობის შესამცირებლად ხიდი ააშენეს

ინდოეთში, უტარაკჰანდის შტატში ნაინიტალის სატყეო დეპარტამენტის წევრებმა ქვეწარმავლებისთვისა და პატარა ცხოველებისთვის 27 მეტრიანი უნიკალური ეკო ხიდი ააშენეს, რომელიც დამზადებულია ბამბუკისგან, ჯუთისა და ბალახისგან. ამის შესახებ BBC წერს.

ნაინიტალი ერთ-ერთი პოპულარული ადგილია, რომელსაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ. ცნობილია, რომ მათი უმრავლესობა ავტომობილით მაღალი სიჩქარით გადაადგილდება, რის გამოც უამრავი ცხოველი იხოცება. ტყის ადმინისტრაციის განცხადებით, უნიკალური ხიდი სწორედ იმისთვის ააშენეს, რათა ცხოველები და ქვეწარმავლები დაცულად გადაადგილდნენ.

"ეს არის უღრანი ტყე და ამ ადგილას სპილოები, ირმები და ხარები მოძრაობენ. მძღოლებს შეუძლიათ, გარკვეული მანძილიდან დაინახონ ისინი და ანელებენ მოძრაობას ან ჩერდებიან, თუმცა ამას იშვიათად აკეთებენ გველების, ხვლიკების ან ციყვებისთვის", - განაცხადეს ტყის ადმინისტრაციაში.

სატყეო დეპარტამენტში მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ თავად ხიდი ახლა უკვე ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა, ხიდთან ბევრი მანქანა ჩერდება და ტურისტები აქ სურათებს იღებენ. მათ იმედი აქვთ, რომ ცხოველებიც მალე დაიწყებენ ამ ხიდის შემჩნევას და მისი საშუალებით გზას უსაფრთხოდ გადაკვეთენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system