თავში

ინდოეთში მამაკაცმა მანგოსთვის დაცვა აიყვანა

ინდოეთში მამაკაცმა მანგოსთვის დაცვა აიყვანა
ინდოეთში მამაკაცმა მანგოსთვის დაცვა აიყვანა

ინდოეთში, ბიჰარის შტატში მამაკაცმა "მიაძაკის" ჯიშის მანგოსთვის დაცვა აიყვანა და ვიდეოკამერები დაამონტაჟა. ეს მანგო მსოფლიოში ერთ-ერთი უძვირესია. ამის შესახებ Hindustan Times წერს. 

"ამ მანგოს "მზის კვერცხს" უწოდებენ. მანგოს ეს ხე 25 წლისაა. ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანგოა", - განაცხადა ვიკას დასამ.

ამასთან, მფლობელის ხელში ეს უნიკალური ჯიში სრულიად შემთხვევით ჩავარდა. იაპონიაში გავრცელებული მანგოს თესლები მან იყიდა უცნობი მამაკაცისგან, რომელმაც გააფრთხილა, რომ ნაყოფისთვის "პატარა ბავშვებივით" მოევლო. მამაკაცმა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ მის ეზოში მსოფლიოში უძვირესი მანგოს ხე ხარობს.

დასა მის გაყიდვას ბაზარში არ აპირებს. მას აუქციონის გამართვა სურს. მამაკაცის თქმით, მანგოს უნიკალური სუნი და გემო აქვს.

ამ ჯიშის მანგოს ერთი კილოგრამის ფასი 107 აშშ დოლარიდან იწყება და შესაძლოა, 3,6 ათას დოლარამდეც კი ავიდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system