თავში

ინდოეთში მაოისტების თავდასხმას 5 პოლიციელი ემსხვერპლა

ინდოეთში მაოისტების თავდასხმას 5 პოლიციელი ემსხვერპლა
ინდოეთში მაოისტების თავდასხმას 5 პოლიციელი ემსხვერპლა

ინდოეთში, ამბოხებული მაოისტების თავდასხმის შედეგად, ბოლო თვეების განმავლობაში, ხუთი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 18 გაუჩინარდა. წერს საინფორამციო სააგენტო Reuters.

გამოცემის ცნობით, შეტაკებები ქალაქ რაიპურიდან 540 კმ-ის მოშორებით, სუკმას სასაზღვრო რაიონში მოხდა. 

18 დაკარგული სამართალდამცავის გადასარჩენად სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. 

მაოისტები, ინდოეთის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებებს უკვე ათწლეულების განმავლობაში აწარმოებენ. ისინი ინდოეთის რამდენიმე შტატში 1960-იანი წლებიდან მოქმედებენ. ადგილობრივი კომუნისტური შეიარაღებული ჯგუფის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი გაჭირვებული ხალხის სახელით იბრძვიან და მათ ინტერესებს იცავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system