თავში

ინდოეთში მატარებლებსა და სტადიონებს საკარანტინო ზონებად გადააკეთებენ - PHOTO

ინდოეთში მატარებლებსა და სტადიონებს საკარანტინო ზონებად გადააკეთებენ
ინდოეთში მატარებლებსა და სტადიონებს საკარანტინო ზონებად გადააკეთებენ - PHOTO

ინდოეთში მატარებლების და სტადიონების საკარანტინო ზონებად გადაკეთება დაიწყეს.ინფორფაციას „ალ ჯაზირა" ავრცელებს.

ინდოეთის რკინიგზის ინფორმაციით, ამ დროისთვის 20 000 ვაგონი სამედიცინო პუნქტებად გადაკეთდება, სადაც თითოეულში 16 საწოლი განთავსდება, შედეგად, კარანტინისთვის 320 000 პაციენტის მიღებას შეძლებენ.

გარდა ამისა, "ჯავაჰრლალ ნეჰრუს" სტადიონი, რომელიც აქამდე საკარანტინო სივრცედ გამოიყენებოდა უცხოეთიდან ჩასული მოქალაქეებისთვის, ახლა სამკურნალო დაწესებულებად გარდაიქმნება, სადაც უშუალოდ დაინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალებენ. 

ცნობისთვის, ამ დროისთვის ინდოეთში კორონავირუსის 2032 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილია 58 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system