თავში

ინდოეთში მდინარეში COVID-19-ით გარდაცვლილი ადამიანების ცხედრები აღმოაჩინეს

​ინდოეთში მდინარეში COVID-19-ით
ინდოეთში მდინარეში COVID-19-ით გარდაცვლილი ადამიანების ცხედრები აღმოაჩინეს

ინდოეთის აღმოსავლეთით, ბიჰარის შტატში, ინდუსებისთვის წმინდა მდინარე განგში კორონავირუსით დაღუპული ათობით ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ისინი, სავარაუდოდ ღარიბი ფენების წარმომადგენლები იყვნენ და მდინარეში ოჯახის წევრებმა გადაყარეს, რომელთაც მათი კრემაციის ფული არ ჰქონდათ. 150-მდე ცხედარი ბუქსარის რაიონში აღმოაჩინეს. ადგილობრივი ადმინისტრაციის გაცხადებით, ისინი წყალში რამდენიმე დღის წინ უტარ-პრადეშის შტატში გადაყარეს და მდინარის დინებამ იმ ადგილას ჩამოიტანა.მოსახლეობა მომხდარით შეშფოთებულია და ხელისუფლებისგან ზომების დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვს.

ოლქის სასამართლომ მედიაში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათ მიმართ, ვინც ცხედრებს არ დაწვავს და მდინარეში გადაყრის, მკაცრი ზომები იქნება მიღებული.

დაუდგენელი ცხედრების კრემაციისა და დაკრძალვის რიტუალების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system