თავში

ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, უტარ-პრადეშის შტატში მეხის დაცემის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას India Today ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რვა ადამიანი გარდაიცვალა ქალაქ ალაჰაბადში, ექვსი - მირზაპურში, ორი - კაჰსამბში და ერთი - ჯაუნპურში.


საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცხრა ადამიანს ძლიერი დამწვრობები აქვს მიყენებული ქალაქ პრიჟრაჟში, 10-ზე მეტს - მირზაპურში და ოთხს - კაუსამბში.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად მთავრობა კომპენსაციის სახით ბიუჯეტიდან თანხებს გამოჰყოფს.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system