თავში

ინდოეთში მორიგი მომაკვდინებელი დაავადება ვრცელდება

​ინდოეთში მორიგი მომაკვდინებელი დაავადება ვრცელდება
ინდოეთში მორიგი მომაკვდინებელი დაავადება ვრცელდება

ინდოეთის ტერიტორიაზე, შავი და თეთრის შემდეგ, "ყვითელი ობის" აფეთქებაა. ინფიცირების შემთხვევები ქალაქ ღაზიაბადში დაფიქსირდა. ინფორმაციას The Economic Times ავრცელებს.

ამ სოკოვანი დაავადებით ინფიცირებული პირველი ადამიანის შესახებ ოტორინოლარინგოლოგმა ბ.პ. ტიაგიმ განაცხადა.

ექიმმა განმარტა, რომ ჩვეულებრივ, დაავადება მხოლოდ ქვეწარმავლებზე ვრცელდება და პირველად მისი პრაქტიკის ისტორიაში, ის ადამიანზე გადავიდა.

ინფიცირებულ ადამიანს აქვს მადის პრობლემა, გრძნობს სისუსტეს და დაღლილობას.

ამასთან, პაციენტს ასევე აქვს "თეთრი ობის" დაავადება და ამჟამად მისი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც არადამაკმაყოფილებელი. 

შეგახენებთ, ინდოეთის ჯამუსა და ქაშმირის ტერიტორიებზე ადგილობრივმა მთავრობამ მუკორმიკოზი ("შავი ობი") ეპიდემიად გამოაცხადა.

ინდოეთში "შავი ობით" 7 250 ადამიანია დაავადებული.

ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლავ აგარვალმა განაცხადა, რომ ინდოეთმა "შავი ობის" ეპიდემია ქვეყნის 29 შტატში უნდა გამოაცხადოს.

ათასობით ინდოელმა "შავი ობის" ინფექციის გამო თვალი დაკარგა.

მუკორმიკოზი ყველაზე ხშირად ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში, დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფებიან და მათში, ვინც სტეროიდების დიდ დოზებს იღებს. დაბალი იმუნიტეტის გამო, ჰაერში არსებულმა სოკოებმა, შესაძლოა, დააინფიციროს სინუსები, მოხვდეს თვალებში და ტვინშიც კი, რამაც, შესაძლოა, ფატალური შედეგები გამოიწვიოს.

მუკორმიკოზის ინფექცია ვითარდება ობის სოკოების სპორების ჩასუნთქვის შედეგად. ეს ინფექცია ყველაზე ხშირად აზიანებს ცხვირს, სინუსებს, თვალებსა და ტვინს – ინფექციის ამ ფორმას უწოდებენ რინოცერებრულ მუკორმიკოზს. ეს მძიმე და პოტენციურად ფატალური ინფექცია ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ, რაც შეიძლება სხვადასხვა დარღვევით იყოს გამოწვეული.

მუკორმიკოზის სიმპტომებია: ტკივილი, ცხელება და თვალბუდის ინფექცია (ორბიტალური ცელულიტი), რასაც თან ახლავს დაზიანებული თვალის ამობურცვა (ეგზოფთალმი). შეიძლება ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი გაჩნდეს. ინფექციის შედეგად შეიძლება დაზიანდეს პირის ღრუს სასა, თვალბუდის გარშემო არსებული სახის ან სინუსების ძვლები, ან ნესტოებს შორის არსებული ძგიდე. ტვინში განვითარებულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ნაწილობრივი დამბლა და კომა.

ფილტვების მუკორმიკოზი იწვევს ცხელებას, ხველასა და ზოგჯერ სუნთქვის გაძნელებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system