თავში

ინდოეთში პატრონი ძაღლს COVID-19-გან დასაცავად ნიღბით ატარებს

​ინდოეთში პატრონი ძაღლს COVID-19-გან დასაცავად ნიღბით ატარებს
ინდოეთში პატრონი ძაღლს COVID-19-გან დასაცავად ნიღბით ატარებს

Reuters-მა გაავრცელა საკმაოდ ემოციური ფოტო, სადაც ძაღლის პატრონები კორონავირუსისგან არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ძაღლის დაცვასაც ცდილობენ. ცხოველს, ისევე როგორ მის პატრონებს, სახეზე ნიღაბი აქვს აკრული.

ინდოეთში, ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, კარანტინია გამოცხადებული, თუმცა, ეკონომიკურად რთულ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოში, სადაც დიდია მიგრანტების ნაკადი, ასევე მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული, მოთხოვნა „დარჩი სახლში“ რთულად მუშაობს. გარკვეულ ადგილებში, ხელისუფლება იძულებული ხდება, ქუჩაში გამოსული ადამიანები, ხელკეტიანი პოლიციის ძალით ან ცრემლსადენი გაზით დაშალოს.

ინდოეთში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით 1071 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსის გავრცელების 47 ახალი შემთხვევა დღეს გამოვლინდა. გარდაიცვალა 29 ადამიანი, მატ შორის 2 გასული დღე-ღამის განმავლობაში. საავადმყოფოში მკურნალობს 942 და გამოჯანმრთელდა 100 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system