თავში

ინდოეთში პენსიონერი კოვიდზე 12-ჯერ აიცრა

​ინდოეთში პენსიონერი კოვიდზე 12-ჯერ აიცრა
ინდოეთში პენსიონერი კოვიდზე 12-ჯერ აიცრა

ინდოეთში მცხოვრები პენსიონერი კორონავირუსზე 12-ჯერ აიცრა. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

მამაკაცის თქმით, მას მიაჩნია, რომ ეს მის ჯანმრთელობას გააუმჯობესებს.

პენსიაზე გასულმა ფოსტალიონმა აღნიშნა, რომ პირველად COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა 2021 წლის თებერვალში გაუკეთეს. ვაქცინაციის შემდეგ მამაკაცმა თქვა, რომ თავს ბევრად უკეთ გრძნობდა.

"ზურგის ტკივილი შემცირდა, ზოგადი სისუსტე გაქრა, მადა გამიუმჯობესდა“, - აღნიშნა მან.

12 დოზის მიუხედავად, მამაკაცი გაჩერებას არ აპირებს. მართალია, სანუკვარი ინიექციის მიღებისთვის მას ექიმების მოტყუება უწევს, მაგრამ ამბობს, რომ ამად ღირს.

"ვეძებ ვაქცინაციის ახალ ადგილებს და იქ მივდივარ“, - აღიარა პენსიონერი.

ამასობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო იმის გასარკვევად, თუ როგორ მოახერხა მამაკაცმა ვაქცინის ამდენი დოზის მიღება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system