თავში

ინდოეთში პირუტყვის მოპარვაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ცემით მოკლეს

ინდოეთში პირუტყვის მოპარვაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ცემით მოკლეს
ინდოეთში პირუტყვის მოპარვაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ცემით მოკლეს

ინდოეთში, ბიჰარის შტატის დედაქალაქ პატნაში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობაში ეჭვმიტანილი 32 წლის მამაკაცი რამდენიმესაათიანი სასტიკი ცემის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ NDTV წერს.

პოლიციის განცხადებით, ინციდენტში მონაწილე ყველა ეჭვმიტანილი დაკავებულია.

დაზარალებულ მუჰამედ ალამგირს ცემა მას შემდეგ დაუწყეს, როდესაც ადგილობრივებმა ღამის 3 საათზე დაინახეს მამაკაცი, რომელსაც პირუტყვი, კამეჩი ფარდულიდან გამოჰყავდა. მასთან ერთან მყოფმა მამაკაცმა გაქცევა მოახერხა.

სასტიკ შემთხვევას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ცხოველის გამო ადამიანის მკვლელობა დაუშვებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system