თავში

ინდოეთში პიცის კურიერს 70-ზე მეტი ოჯახის ინფიცირება შეეძლო

​ინდოეთში პიცის კურიერს 70-ზე მეტი ოჯახის ინფიცირება შეეძლო
ინდოეთში პიცის კურიერს 70-ზე მეტი ოჯახის ინფიცირება შეეძლო

დელიში პიცის 19 წლის კურიერს 70-ზე მეტი ოჯახის ინფიცირება შეეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი NDTV ავრცელებს.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა, პიცის კურიერად 12 აპრილამდე მუშაობდა. ჯამში ის 72 ოჯახს მოემსახურა. ისინი კარანტინში მოათავსეს და მათ ექიმები აკვირდებიან. იზოლაციაშია 20 სხვა კურიერი, რომელიც ინფიცირებულთან კონტაქტობდა.

დელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ინფიცირებულს სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია არ აქვს და ვირუსი, სავარაუდოდ, ინფიცირებული კლიენტისგან გადაედო.

ბოლო მონაცემებით ინდოეთში COVID-19-ის 12380 შემთხვევაა დადასტურებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system