თავში

ინდოეთში ყინულის დნობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა

ინდოეთში ყინულის დნობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
ინდოეთში ყინულის დნობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა

ინდოეთში, უტარაკჰანდის შტატში მყინვარის დნობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით140 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება. 

უბედური შემთხვევა ინდოეთში 7 თებერვალს დილით მოხდა. ნანდავერის მთაზე ყინულის დნობამ ჰიმალაის მდინარეების დჰაულიგანგესა და ალაკანდეს ადიდება და მაღალმთიან რეგიონში საშინელი წყალდიდობა გამოიწვია. მთლიანად დაინგრა "რიგიშანგას" ელექტროსადგური, რომელიც სტიქიის ყველაზე ძლიერი დარტყმის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მდინარეებმა წაიღო ხიდები და საცხოვრებელი სახლები. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system