თავში

ინდოეთში საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გახანგრძლივდა

ინდოეთში საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გახანგრძლივდა
ინდოეთში საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გახანგრძლივდა

ინდოეთში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული საგანგებო მდომარეობა კიდევ ორი კვირით, 31 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ამის პარალელურად, გამოიცემა ახალი სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს ითვალისწინებს.

მაისი ბოლომდე დახურული დარჩება საჰაერო, სარკინიგზო მიმოსვლა, ასევე დაკეტილია მეტროები. დახურულია სკოლები, სასტუმროები, რესტორნები, ბარები, სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები და სალოცავები.

ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 5000-მდე პირი დაინფიცირდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 90,927-ს მიაღწია, 2,872 ადამიანი დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system