თავში

ინდოეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი

​ინდოეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი
ინდოეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი

აღმოსავლეთ ინდოეთში მატარებლის ლიანდაგებიდან გადასვლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, სულ მცირე, ცხრა ადამიანი შეადგინა. დაახლოებით 45 ადამიანი დაშავდა, მათგან 10 მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ტელეკომპანია NDTV ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღმოსავლეთ ინდოეთის დასავლეთ ბენგალიის შტატში, ქალაქ მაინაგურისთან ახლოს, სამგზავრო მატარებლის, სულ მცირე, 12 ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, რომ ვაგონებში მეტი გარდაცვლილი იყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system