
ინდოეთის ჩრდილოეთით, ჯამუსა და ქაშმირის საზღვარზე სამხედრო ვერტმფრენი Dhruv ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად ერთი პილოტი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა.
კატასტროფის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. ვერტმფრენი კომპანია Hindustan Aeronautics -ის მიერ იყო წარმოებული. მიმდინარეობს გამოძიება.