თავში

ინდოეთში სტიქია მძვინვარებს - 150 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულია

ინდოეთში სტიქია მძვინვარებს - 150 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულია
ინდოეთში სტიქია მძვინვარებს - 150 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულია

ინდოეთში, უტარაკჰანდის შტატში, ჩამოლის რაიონში სტიქიას, სავარაუდოდ, 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა The Hindusian Times წერს.

გამოცემის ცნობით, მყინვარის დნობამ მდინარე დაულიგანგას ადიდება გამოიწვია, რამაც ნაპირთან მცხოვრებ ასობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. წყლის მოვარდნის შედეგად სავარაუდოდ 100-დან 150-მდე ადამიანი დაიღუპა. მაშველები დაკარგულ მუშებს ეძებენ, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის პროექტზე მუშაობდნენ. 

ამ დროისათვის, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. 

სასაზღვრო საპატრულო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მდინარის ნაპირთან არსებული საცხოვრებელი სახლები განადგურებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system