თავში

ინდოეთში სტუდენტური მოძრაობის ყოფილი ლიდერი დააკავეს

​ინდოეთში სტუდენტური მოძრაობის ყოფილი ლიდერი დააკავეს
ინდოეთში სტუდენტური მოძრაობის ყოფილი ლიდერი დააკავეს

ინდოეთში სტუდენტური მოძრაობის ყოფილი ლიდერი უმარ ჰალიდი დააკავეს, რომელსაც ნიუ-დელიში სისხლიანი არეულობების ორგანიზებაში მონაწილეობა ედება ბრალად. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თებერვალში გამართულ მუსლიმი ინდოელების საპროტესტო აქციებს არეულობა და დაპირისპირება მოყვა, რასაც 50 ადამიანი ემსხვერპლა და ათასობით მუსლიმი დევნილად იქცა.

პროტესტი ინდოეთის მოქალაქეობის შესახებ ახალ კანონს მოჰყვა, რომელსაც უმცირესობის უფლებადამცველებმა დისკრიმინაციული უწოდეს.

ინდოეთის ხელისუფლება მუსლიმებსა და მემარცხენე აქტივისტებს პროტესტის დროს და მანამდეც, ძალადობასა და არეულობის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system