თავში

ინდოეთში ციკლონმა უკვე 5 ადამიანი იმსხვერპლა

ინდოეთში ციკლონმა უკვე 5 ადამიანი იმსხვერპლა
ინდოეთში ციკლონმა უკვე 5 ადამიანი იმსხვერპლა

ციკლონმა ,,იაასმა’’, რომელმაც უკვე მიაღწია ინდოეთის ნაპირებამდე, სულ მცირე, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქარიშხალმა ყველაზე დიდი დარტყმა დასავლეთ ბენგალისა და ოდიშას შტატებზე მიიტანა. ამის შესახებ სააგენტო Xinhua წერს. 

ზარალის აღმოსაფხვრელად ათასობით მაშველი გამოიძახეს. საქმეში ჩართულია არმია და საზღვაო ფლოტიც.

რეგიონების უმრავლესობაში, რომლებსაც ციკლონმა გადაუარა, უკვე აღდგენილია ელექტრომიწოდება და ტელეკომუნიკაცია.

ქარიშხლის გამო, ოდიშას შტატში თითქმის ნახევარი მილიონი, ხოლო დასავლეთ ბენგალიში კი 1,15 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system