თავში

ინდოეთში წყალდიდობას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში წყალდიდობას 18 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში წყალდიდობას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას ინდოეთში მინიმუმ თვრამეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობა კერალას შტატში მოხდა, სადაც თვრამეტი გარდაცვლილის გარდა, ამ ეტაპზე დაკარგულად მიიჩნევა ათეულობით ადამიანი. ადგილზე საგანგებო სამსახურის ეროვნული ძალები მუშაობენ.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ნალექის ინტენსივობამ იკლო, თუმცა დაღუპულთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ.

საგულისხმოა, რომ 2018 წელს წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ, კერალას შტატში 223 ადამიანი იმსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system