თავში

ინდოეთში უამინდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა

​ინდოეთში უამინდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში უამინდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, დასავლეთ ბენგალიის შტატში, უამინდობის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა და 250 ათასამდე დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი. ინფორმაციას სააგენტო Press Trust of India ავრცელებს.

დაზარალებულ პუნქტებში ხელისუფლებამ კარვები, სასმელი წყალი, ბრინჯი და თბილი ტანსაცმელი გაგზავნა.

სამაშველო ოპერაციებში ქვეითი ჯარების ქვედანაყოფები და სამხედრო ვერტმფრენებია ჩართული.

უმეტესად მამშველები ჰუგლის რაიონში მუშაობენ, რომელიც სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system