თავში

ინდოეთში ვეფხვი მოსახლეობას თავს დაესხა - VIDEO

ინდოეთში ვეფხვი მოსახლეობას თავს დაესხა
ინდოეთში ვეფხვი მოსახლეობას თავს დაესხა - VIDEO

ინდოეთში, ასამის შტატში ბენგალური ვეფხვი ტყიდან გამოვარდა და მოსახლეობას თავს დაესხა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 2 ადამიანი დაშავდა. 

სამეფო ბენგალური ვეფხვები პანტერათა ქვესახეობის სპეციფიკურ ჯიშს წარმოადგენენ , რომლებიც ინდოეთის ნახევარკუნძულზე ბინადრობენ.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ესხმის თავს ვეფხვი ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ მისგან თავის დაღწევას. ვიდეოში ასევე ჩანს ადამიანი, რომელიც სიღრმეში ხტება და ვეფხვი მას ჰაერში იჭერს საბედნიეროდ, მტაცებელმა კაცი მიატოვა და გაიქცა.

ამ დროისთვის, ველური ბუნების სააგენტოს წარმომადგენლები სიტუაციის გასაკონტროლებლად შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.

"ცნობილია, რომ ინციდენტის დროს ორი ადამიანი დაშავდა. ჩვენ ვეჭვობთ, რომ ვეფხვი, შესაძლოა, გამოსულიყო კაზირანგის ეროვნული პარკიდან ან ნამერის ეროვნული პარკიდან, ან ტყის ნაკრძალიდან", - განაცხადეს ველური ბუნების სააგენტოს წევრებმა.

მათ ასევე დასძინეს, რომ თუ ვეფხვი კვლავ გამოჩნდება, საჭიროების შემთხვევაში მას შესაბამისი სამსახური დააძინებს.

ცნობილია, რომ ინდოეთში მსოფლიოს ვეფხვების 70% ცხოვრობს. ოფიციალური ინფორმაციით, 2014 წლიდან 2019 წლამდე ვეფხვის თავდასხმის შედეგად სულ 225 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2020 წელს ცხოველმა 30-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system