თავში

ინდოეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

​ინდოეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ინდოეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ინდოეთის საჰაერო ძალების სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ბორტზე ინდოეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსი, გენერალი ბიპინ რავატი იმყოფებოდა.

რავატთან ერთათ ვერტმფრენით მისი მეუღლე და მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები მიფრინავდნენ. 

დადასტურდა, რომ გენერალი გარდაიცვალა.

ბიპინ რავატი ინდოეთის თავდაცვის შტაბის უფროსად პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ 2019 წლის ბოლოს დანიშნა.

ცნობისთვის, ტამილ ნადუში რამდენიმე საათის წინ სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც ინდოეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსი, გენერალი ბიპინ რავატი იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system